FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  32

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები მონაცემთა სუბიექტისგან თანხმობის მიღების და მის მიერ თანხმობის გამოხმობის შემთხვევებში.
1. თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის მიღებას გეგმავს დოკუმენტით, რომელიც აგრეთვე სხვა საკითხებს შეეხება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ დოკუმენტში თანხმობის შესახებ ტექსტი ჩამოაყალიბოს მკაფიო, მარტივი და გასაგები ენით და გამოყოს იგი დოკუმენტის სხვა ნაწილებისგან.
2. თუ მონაცემთა სუბიექტის თანხმობა გაცემულია ხელშეკრულების ან მომსახურების ფარგლებში, თანხმობის ნებაყოფლობითობის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა შეფასდეს, თუ არის ეს თანხმობა ხელშეკრულების ან მომსახურების აუცილებელი პირობა და თუ შეიძლება ამ თანხმობის გარეშე შესაბამისი მომსახურების მიღება/ხელშეკრულების დადება.
3. მონაცემთა სუბიექტისგან თანხმობის მიღებამდე დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების შესახებ.
4. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება და დამუშავებული მონაცემები წაშალოს ან გაანადგუროს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  32

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.
6. მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობა არ იწვევს თანხმობის გამოხმობამდე და თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.
7. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემთა სუბიექტისთვის წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობამდე მიაწოდოს მას ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შედეგების შესახებ.
8. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს თანხმობის გამოხმობის უსასყიდლო, მარტივი და ხელმისაწვდომი მექანიზმი, მათ შორის, უზრუნველყოს თანხმობის გამოხმობის შესაძლებლობა იმავე ფორმით, რომლითაც გაიცა თანხმობა.
9. მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი.