Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 31 სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება. 1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები; ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასური; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; ე) საჩუქრისა და შემოწირულების სახით მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. სააგენტოს ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთები, ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს ამოცანების შესრულებას და უფლებამოსილებების განხორციელებას. ისინი შეიძლება მოხმარდეს სამსახურის სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 5. სააგენტოს წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |