FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ინფორმაციული უსაფრთხოება – საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვას;
    ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა – ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე პრაქტიკის  ერთობლიობა, რომელიც ემსახურება ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და შეესაბამება მისი დაცვის სფეროში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს;
    გ) კიბერსივრცე – სივრცე, რომლის განმასხვავებელი ნიშანია  ელექტრონული მოწყობილობებისა და ელექტრომაგნიტური სპექტრის გამოყენება ქსელით დაკავშირებული სისტემებისა და დამხმარე ფიზიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით მონაცემთა შენახვისათვის, შეცვლისათვის ან გაცვლისათვის;
    დ) კიბერშეტევა – ქმედება, როდესაც ელექტრონული მოწყობილობა ან/და მასთან დაკავშირებული ქსელი ან სისტემა გამოიყენება კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში შემავალი სისტემების, ქონების ან ფუნქციების მთლიანობის დარღვევის, შეფერხების ან განადგურების ან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების გზით;
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  2

ე) კომპიუტერული ინციდენტი − ქმედება, რომელიც ხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენებით და იწვევს ან მიზნად ისახავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის დარღვევას;
    ვ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემა − ინფორმაციული სისტემა, რომლის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისათვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის;
    ზ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი − ამ მუხლის „ზ-3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ან დაწესებულება, თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, იურიდიული პირი, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის; ზ-1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისა), სახელმწიფო საწარმო, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის;
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  2

ზ-60“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის; ზ-3) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის;
    თ) კონფიდენციალური ინფორმაცია – ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას, სავარაუდოდ, მოჰყვება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ფუნქციებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი და რომლის კონფიდენციალურ ინფორმაციად კლასიფიცირების მიზანია ინფორმაციული აქტივების მართვის წესების უზრუნველყოფა, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  2

ი) შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანამშრომლისათვის ან/და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მქონე პირისათვის, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფა, სავარაუდოდ, გამოიწვევს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების მნიშვნელოვან შეფერხებას ან ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს უსაფრთხოებას, სახელმწიფო ინტერესს ან კერძო პირის საქმიან რეპუტაციას და რომლის შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაციად კლასიფიცირების მიზანია ინფორმაციული აქტივების მართვის წესების უზრუნველყოფა, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
    კ) ინფორმაციული აქტივი − ყველა ინფორმაცია და ცოდნა (კერძოდ, ინფორმაციის შენახვის, დამუშავებისა და გადაცემის ტექნოლოგიური საშუალებები, თანამშრომლები და მათი ცოდნა ინფორმაციის დამუშავების შესახებ), რომლებიც ღირებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისათვის;
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  2

ლ) ინფორმაციული სისტემა − ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას;
    მ) ქსელური სენსორი − აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ერთობლიობა, რომელიც გამიზნულია ქსელური ნაკადის მონიტორინგისთვის, ინფორმაციული სისტემის წინააღმდეგ მიმართული კომპიუტერული ინციდენტის გამოსავლენად;
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

article  2

ნ) ციფრული მმართველობის სააგენტო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
    ო) კიბერუსაფრთხოების ბიურო − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ − კიბერუსაფრთხოების ბიურო);
    პ) ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო;
    ჟ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ-60“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია;
    რ) სახელმწიფო საწარმო − საწარმო, რომელიც შექმნილია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით;
    ს) კომერციული ბანკი − საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომ − ეროვნული ბანკი) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.