Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 32 კოლიზიური თხოვნები. 1. პირის ექსტრადიციის თაობაზე კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს ინდივიდუალურად, ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი უფლებამოსილი სასამართლო. 2. კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში პირის ამ კანონით დადგენილი წესით, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ გამოხატულია თანხმობა თხოვნის გამომგზავნ ყველა სახელმწიფოში გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილის, დანაშაულის სიმძიმის, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 34-1 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით საქართველოსთვის მომართვის თარიღების, პირის მოქალაქეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 32 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია პირის ექსტრადიციის საკითხის გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. 5. პირის გადაცემის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და უცხო სახელმწიფოს კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნას. |