Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 151 კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა. 1. კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა (შემდგომ ამ მუხლში − ტრადიციული გამოყენების ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვისა და თვითმყოფადი გარემოს შენარჩუნებისათვის . 2. ტრადიციული გამოყენების ზონის ძირითადი მიზანია განახლებადი ბუნებრივი რესურსების კონტროლირებადი და მდგრადი გამოყენება ეკოსისტემების დაცვისა და მონიტორინგის აუცილებელი განხორციელებით . 3. ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ : ა ) ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებისა და ბუნებრივი პროდუქტიულობის გათვალისწინებით ლიმიტირებული ძოვება , თიბვა , თევზჭერა და საშეშე მერქნის დამზადება ; ბ ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევები ; გ ) საგანმანათლებლო საქმიანობა ; დ) ეკოტურიზმი, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ე ) ვიზიტორთა გადაადგილება განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში (ქვეითად , ცხენით , ნიჩბიანი ან ელექტროძრავიანი ნავით ); ვ ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ; ზ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ; |
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 151 თ ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ; ი) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო-, საჰაერო და სანაოსნო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება; კ ) ტრადიციული გამოყენების ზონის ფიზიკური დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. 4. ტრადიციული გამოყენების ზონის ზუსტი მდებარეობა , ფართობი და საზღვრები „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სა მენეჯმენტო გეგმის მიხედვით . |