Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ზოგადი განათლების შესახებ article 31 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი. 1 -1. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე. 6. კერძო სკოლაზე ვრცელდება ამ კანონის I−IV თავების, ამ თავისა და XI1 და XII თავების შესაბამისი დებულებები. 8. სამინისტრო უფლებამოსილია ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ-2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დაადგინოს ამავე კანონით საჯარო სკოლისთვის გათვალისწინებულისგან განსხვავებული მართვის წესი, სტრუქტურა, სახელმწიფო კონტროლი, ადამიანური რესურსებისთვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისთვის) წასაყენებელი მოთხოვნები, აგრეთვე განსაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული დაფინანსების წესი და პირობები. |