Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 40 ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები. 1. ეროვნული ბანკი ფლობს, ინახავს და მართავს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს, რომლებიც შეიძლება შედგებოდეს შემდეგი აქტივებისაგან: ა) მონეტარული ოქრო; ბ) უცხოური ვალუტა მონეტებისა და ბანკნოტების სახით; გ) სხვა ქვეყანაში საბანკო ანგარიშებზე რიცხული უცხოური ვალუტის ნაშთები; დ) საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხების სპეციალური უფლებები (SDR) და სარეზერვო პოზიცია სავალუტო ფონდში; ე) უცხოური ვალუტით დენომინირებული და ასანაზღაურებელი თამასუქები და სადეპოზიტო სერტიფიკატები; ვ) უცხო ქვეყნების, ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებები; ზ) უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი დერივატივები და შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების შეძენის შესახებ, მათი შემდგომი გასხვისების პირობით (უკურეპო ოპერაციები); თ) ნებისმიერი სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სარეზერვო საშუალებები. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 40 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მართვის ამოცანების შესასრულებლად ისესხოს უცხოური ვალუტა საკუთარი სახელით, 1 წლამდე ვადით, საერთაშორისო რეზერვებში შემავალი აქტივების უზრუნველყოფით, ან დადოს შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების გასხვისების შესახებ, მათი ან მათი ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდების წინასწარ შეთანხმებულ ფასად შემდგომი გამოსყიდვის პირობით (რეპო ოპერაციები). |