Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ამნისტიის შესახებ article 1 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის 70 (სამოცდაათი) წლის ან 70 (სამოცდაათ) წელზე მეტი ასაკის, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული ქალი – 65 (სამოცდახუთი) წლის ან 65 (სამოცდახუთ) წელზე მეტი ასაკის, თუ მან ჩაიდინა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა იმავე კოდექსის 110-ე–115-ე მუხლებით, 118-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-2, 381-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულისა; |
ამნისტიის შესახებ article 1 ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელმაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, გარდა იმავე კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა, იმ პირობით, თუ თითოეული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულს ოჯახის არცერთი ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებულის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება; |
ამნისტიის შესახებ article 1 გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, იმ პირობით, თუ თითოეული დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) თუ დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებულის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება; |
ამნისტიის შესახებ article 1 ბ) თუ დაზარალებული იურიდიული პირი რეორგანიზებულია, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო თუ დაზარალებული იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. 3. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის 70 (სამოცდაათი) წლის ან 70 (სამოცდაათ) წელზე მეტი ასაკის, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული ქალი – 65 (სამოცდახუთი) წლის ან 65 (სამოცდახუთ) წელზე მეტი ასაკის, თუ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 200-1 მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 249-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული. |
ამნისტიის შესახებ article 1 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა მიმართ გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტში მითითებულ შესაბამის დანაშაულთა საქმეებზე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შესაბამის დანაშაულთა საქმეებზე გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებსა და მე-2 პუნქტში მითითებული პირობის გათვალისწინებით. |