FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  229

პარლამენტის წევრისა და პარლამენტის თანამდებობის პირისთვის სანქციების შეფარდება.
1. პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის, პარლამენტის პლენარულ ან ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე სიტყვას ჩამოართმევს პარლამენტის წევრს, თუ:
    ა) იგი სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის;
    ბ) იგი სიტყვით გამოსვლისას განსახილველ საკითხზე არ მსჯელობს;
    გ) მას სიტყვა პროცედურულ საკითხზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს შეეხო;
    დ) იგი აჭარბებს ამ რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელდა.
2. გაფრთხილება გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც:
    ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;
    ბ) სიტყვით უმიკროფონოდ გამოდის;
    გ) სჩადის ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წარმართული სხდომის შეფერხებას.
3. შესაბამის დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომის/კომიტეტის სხდომის/პარლამენტის პლენარული სხდომის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის მიმდინარეობის პერიოდით პარლამენტის ბიუროს სხდომის დარბაზის/კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა დარბაზის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  229

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგაც აგრძელებს იმავე მოქმედებას;
    ბ) დარბაზში ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით გამოცხადდა;
    გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისკენ მოუწოდებს სხვა პარლამენტის წევრებს.
4. პარლამენტის წევრი, რომლის მიმართაც პარლამენტის ბიუროს სხდომის დარბაზის/კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა დარბაზის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა იქნა გამოყენებული, ვალდებულია დატოვოს დარბაზი. საწინააღმდეგო შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც მანდატური აღასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას.
5. პარლამენტის წევრის მიმართ რომელიმე ზემოქმედების ფორმის გამოყენების შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ, განხილვის საგნად აქციონ წესრიგის დაცვისკენ მოწოდების საკითხი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  229

6. იმ პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც შესაბამის დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომის/კომიტეტის სხდომის/პარლამენტის პლენარული სხდომის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის მიმდინარეობის პერიოდით პარლამენტის ბიუროს სხდომის დარბაზის/კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა დარბაზის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა იქნა გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასის 5%. ეს ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელსაც, შესაბამისად, კომიტეტი, კომისია, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს პარლამენტის წევრის შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასიდან აღნიშნული თანხის დასაკავებლად.
7. ამ რეგლამენტის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ჩაცმულობის წესის უგულებელყოფის შემთხვევაში მანდატურს უფლება აქვს, პირი არ დაუშვას სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, შეცვალოს მანდატურის გადაწყვეტილება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  229

8. თუ 1 დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას, აგრეთვე იმ პარლამენტის წევრს, რომელმაც მის ნაცვლად მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, დაუკავდება ხელფასის 20%. იმავე სესიის განმავლობაში აღნიშნული ქმედების მეორედ და ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს პარლამენტის წევრის ხელფასის 25%-ის დაკავებას. ეს ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  229

9. თუ პარლამენტის წევრი, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენა ევალება (მომხსენებელია ან თანამომხსენებელია), კანონპროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, მას დაუკავდება შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასის 5%. პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტი სხდომის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელსაც მანდატურთუხუცესი 24 საათის განმავლობაში უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ამ პუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
10. თუ პარლამენტის წევრი (გარდა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირისა) არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი. აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ და ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს პარლამენტის წევრის შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასის დასაკავებლად.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  229

11. თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას, შესაბამისად, ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის დაუკავდება ხელფასის 10%.
12. პარლამენტის წევრს პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ორზე მეტი პლენარული სხდომიდან თითოეულის გაცდენისთვის, აგრეთვე რიგგარეშე სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ყოველი პლენარული სხდომის გაცდენისთვის დაუკავდება ხელფასის 10%.
13. თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რომელიმე რეგისტრაციას, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში დაუკავდება ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში ხელფასის 10%-ისა), გარდა ამ რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს დაეკისრება კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  229

14. თუ კომიტეტის თავმჯდომარე კალენდარული თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არასაპატიო მიზეზით არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 50%. პარლამენტის ბიურო განიხილავს კომიტეტის სხდომის მოუწვევლობის მიზეზს და იმავე სესიის განმავლობაში აღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში უფლებამოსილია დადგენილი წესით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი.
15. ამ მუხლის მე-6, მე-8 და მე-11–მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პარლამენტის წევრისთვის დასაკავებელი ხელფასის საერთო რაოდენობა აღემატება მისი ხელფასის 50%-ს, მას ერთჯერადად დაუკავდება შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასის 50%, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაუკავდება მომდევნო თვეში. ამასთანავე, დასაკავებელი თანხის მიმართ გამოიყენება მომდევნო თვეში ნაზარდი ჯამის პრინციპი. თუ დასაკავებელი ხელფასის სრულად დაკავებამდე პარლამენტის წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, მის მიმართ წარმოიშობა არაუმეტეს 50%-ის მოთხოვნის უფლებამოსილება, მათ შორის, ნამუშევარი დღეების ხელფასის პროპორციულობის გათვალისწინებით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  229

16. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა ადგენს იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-11–მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, და მას უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ან არაუგვიანეს მომდევნო თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
17. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტების სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს და უზრუნველყოფს ამ სიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
18. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ყოველი სესიის ბოლოს ადგენს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს და უზრუნველყოფს ამ სიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.