Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 75 არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები. 1. არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. 2. არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად მას დააკისროს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე მოვალეობა. ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობით, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება. 3. არასაპატიმრო სასჯელის აღსასრულებლად, არასრულწლოვნის და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ზედამხედველობა 1 წლამდე ვადით. ეს წესი არ მოქმედებს ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 4. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. |