Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ article 10 რეპატრიანტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა. 1. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში რეპატრიანტს რეპატრიანტის სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს საგამოძიებო ორგანოების მიერ საქმის შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. 2. რეპატრიანტს რეპატრიანტის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) მის მიერ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში; გ) (ამოღებულია – 01.12.2009, №2204); გ-1) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული დადგენილებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში; გ -2) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიღების შემთხვევაში; დ) თუ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ გამოვლინდა გარემოება, რომელიც ამ სტატუსის მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებაა; ე) თუ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ გამოვლინდა, რომ პირმა შეგნებულად წარადგინა არასწორი ან არასრული ინფორმაცია რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად; ვ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; ზ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში; |
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ article 10 თ) მისი გარდაცვალების შემთხვევაში. 3. რეპატრიანტის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2321 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. |