FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

პროფესიული განათლების შესახებ

article  25

33. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დამფუძნებელი უფლებამოსილია დაადგინოს შესაბამისი კოლეჯის დირექტორის სტანდარტი, კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი, აგრეთვე კოლეჯის  დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.
4. კოლეჯი უფლებამოსილია უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან დადოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მომსახურების ხელშეკრულება. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3662 - ვებგვერდი, 05.12.2023წ.
პროფესიული განათლების შესახებ

article  25

კოლეჯის მართვის პრინციპები და კოლეჯის ვალდებულებები.
1. კოლეჯის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების საფუძველზე.
11. სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კოლეჯს (გარდა კერძო სექტორთან  სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა), სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებულ კოლეჯს, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებულ კოლეჯს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით. პირი ერთი და იმავე კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 1-1 პუნქტით გათვალისწინებული კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე  თავისუფლდება, თუ:
    ა) ის გადადგა თანამდებობიდან;
    ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი;
    გ) ის სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
    დ) ის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას;
პროფესიული განათლების შესახებ

article  25

ე) ის ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას;
    ვ) ის ვერ აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს;
    ზ) ის გარდაიცვალა. 1-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება უფლებამოსილი პირის დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. 1-1 პუნქტით გათვალისწინებული კოლეჯის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები). კოლეჯის დირექტორის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება კოლეჯის საშტატო ნუსხით. კოლეჯის დირექტორი ახალი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორის მოადგილეს (მოადგილეებს) და განსაზღვრავს მის (მათ) ფუნქციებს.
2. კოლეჯი ვალდებულია:
    ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს დამსაქმებლებთან ან/და დამსაქმებელთა გაერთიანებებთან;
პროფესიული განათლების შესახებ

article  25

ბ) უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა, მსმენელთა, პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სოციალური პარტნიორების მონაწილეობა;
    გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობა;
    დ) უზრუნველყოს პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა მიერ საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით თანასწორად სარგებლობა;
    ე) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში წერილობით შეატყობინოს ეს პროფესიულ სტუდენტს და განუმარტოს მას ამ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება;
    ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სასწავლო დროს კოლეჯის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
    ზ) შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობა;
პროფესიული განათლების შესახებ

article  25

თ) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას და განხორციელებისას გაითვალისწინოს მოზარდთა და ზრდასრულთა საგანმანათლებლო საჭიროებები;
    ი) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
    კ) შექმნას ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების პირობები; საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისა და მსმენელისათვის შეიმუშაოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება პროფესიული სტუდენტისა და მსმენელის სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია;
    ლ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კოლეჯის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება.
პროფესიული განათლების შესახებ

article  25

3. კოლეჯის მართვის ორგანოები (გარდა სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორისა, სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორისა და ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დირექტორისა), მათი არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით (დებულებით).
31. კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის მართვის ორგანოები, მათი არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით (დებულებით).
32. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დამფუძნებელი.