Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ article 14 კომისიის წევრი. 1. კომისიის წევრი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება შესაბამისი კანონით დადგენილი წესით. 2. თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისიის წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით: ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ბ) ეთიკის ნორმების დარღვევა; გ) შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობა. ამ ვადაში არ შედის ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში გამოყენებული დღეები; გ-1) ამ კანონითა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნათა დარღვევა; გ-2) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევა; დ) სასამართლოს მიერ კომისიის წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ვ) გადადგომა; ზ) გარდაცვალება. 3. კომისიის წევრს უფლება აქვს, გაასაჩივროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |