Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 1 კანონის რეგულირების სფერო. 1. ეს კანონი აწესრიგებს დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო საქმიანობას, განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე. |
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 1 კანონის რეგულირების სფერო. . ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დამსაქმებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო; ბ) დასაქმება − პირის მიერ ისეთი სამუშაოს, მათ შორის, დროებითი სამუშაოს, მიღება, რომელიც შეესაბამება მის განათლებას, მის მიერ გავლილ მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო კურსს ან/და მის პროფესიულ გამოცდილებას, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც მას სამუშაოს შესასრულებლად მოეთხოვება; გ) დასაქმების კონსულტანტი − პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით დადგენილ ღონისძიებებს სამუშაოს მაძიებლის დასაქმებისა და პოტენციური დამსაქმებლისთვის სამუშაოს მაძიებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით; დ) დასაქმების პოლიტიკა − დასაქმების ხელშეწყობის განვითარებისთვის აუცილებელი სტრუქტურების, ღონისძიებებისა და ქმედებების ერთობლიობა, რომელიც შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ეფუძნება; |
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 1 ე) დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიება − მომსახურებები, რომლებიც მიეწოდებათ სამუშაოს მაძიებელს და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პირებს სამუშაოს მოძიებისა და პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად; მომსახურებები, რომლებიც მიეწოდება დამსაქმებელს შესაფერისი სამუშაოს შემსრულებელი სამუშაო ძალის მოძიებაში დახმარების გასაწევად; ვ) დასაქმებული – ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს; ზ) დაცული სამუშაო ადგილი – დამსაქმებლის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან (შემდგომ − სააგენტო) შეთანხმებით ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის არის ადაპტირებული; თ) ერთი ფანჯრის პრინციპი − დასაქმების ხელშეწყობის გამარტივებული, ერთიანი პროცედურა, რომლის დროსაც სამუშაოს მაძიებელი და დამსაქმებელი დასაქმების ხელშეწყობის ყველა სახელმწიფო მომსახურებას ერთიან სივრცეში იღებენ, რითაც იზოგება მატერიალური რესურსები და დრო; |
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 1 ი) კარიერის დაგეგმვა − პროცესი, რომელიც სამუშაოს მაძიებელს ხელს უწყობს, უკეთ დაგეგმოს პროფესიული მომავალი, დაეხმაროს მას, პიროვნული მახასიათებლების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, აირჩიოს ან შეიცვალოს პროფესია; კ) კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი − პირი, რომელიც სამუშაოს მაძიებლისთვის ადგენს კარიერული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და მუდმივად მუშაობს ამ გეგმის დახვეწასა და განვითარებაზე; ლ) კერძო სექტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ან/და არასამეწარმეო, არამოგებიან საქმიანობას ახორციელებენ; მ) მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი − სამუშაოს მაძიებლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამუშაოს მაძიებლის შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში პროფესიული მომზადება და გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება მისი ფორმალური განათლების ან/და არაფორმალური განათლების ან/და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად; ნ) მოწყვლადი ჯგუფი − იმ პირთა ჯგუფი, რომლებსაც გარკვეული ფიზიკური, ფსიქიკური ან სოციალური მახასიათებლის გამო აქვთ სიღარიბისა და სოციალური სირთულეების მეტი რისკი, ვიდრე ქვეყნის ძირითად მოსახლეობას; |
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 1 ო) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი − დასაქმების კონსულტანტი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით დადგენილ ღონისძიებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით; პ) სააგენტო − ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო; ჟ) სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; რ) სამუშაოს აქტიურად მოძიება − ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის მიზნით პირის მიერ აქტიური და გამიზნული ქმედებების განხორციელება, მათ შორის, ვაკანტურ სამუშაო ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა; ს) სამუშაოს მაძიებელი − უმუშევარი ან დასაქმებული, რომელიც აქტიურად ეძებს სამუშაოს, შეუძლია მუშაობის დაწყება და რეგისტრირებულია სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში; ტ) სტაჟიორი − ფიზიკური პირი, რომელიც პროფესიული ზრდისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განვითარების მიზნით დროებით, არაუმეტეს 6 თვის ვადით, მივლენილია შესაბამის სტაჟირების ადგილზე; |
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 1 უ) უმუშევარი − შრომისუნარიანი პირი 16 წლიდან საპენსიო ასაკამდე, რომელსაც სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის დროისთვის არ აქვს ანაზღაურებადი სამუშაო, ეძებს მას და მზად არის დასაქმდეს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში; ფ) შესაფერისი სამუშაო − ისეთი სამუშაო, მათ შორის, დროებითი სამუშაო, რომელიც შეესაბამება პირის განათლებას, პროფესიას, მის მიერ გავლილ მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო კურსს ან/და მის პროფესიულ გამოცდილებას, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც მას სამუშაოს შესასრულებლად მოეთხოვება, ამასთანავე, სრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრული და დარიცხული შრომის ანაზღაურება იმ დროისთვის ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს; ქ) შრომითი მიგრაცია − ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობა მათი დაბრუნების პირობით და კვლავ წასვლის შესაძლებლობით; ღ) შრომის ბაზარზე საშუამავლო საქმიანობა − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის დაკავშირება; |
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 1 ყ) შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა − სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის ფუნქციონირებას, მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას და შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსის შემცირებას შრომის ბაზრის მონაწილეთა ინდივიდუალური უნარების განვითარებით. |