Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 128 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საწარმო. 1. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმდეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და მის გარეთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ საწარმოში. 2. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს, ან როდესაც ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოკლე დროში მომზადება შეუძლებელია, ან როდესაც სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ იქნეს პირი, რომელიც არ არის ბრალდებული ან მსჯავრდებული. 3. ბრალდებული/მსჯავრდებული საწარმოში დასაქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულების ორგანიზაციული მონაწილეობით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოირჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო. |
პენიტენციური კოდექსი article 128 4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო იღებს ვალდებულებას, რომ ის საქმიანობას განახორციელებს იმ პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს. ეს ვალდებულება უნდა აისახოს მის მიერ საწარმოსთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში. |