Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მაუწყებლობის შესახებ article 75 რადიოსიხშირეებით სარგებლობა. 1. საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სამაუწყებლო სიხშირეები (არხები) განესაზღვრება კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიით. |
მაუწყებლობის შესახებ article 75 რადიოსიხშირეებით სარგებლობა. . 2. კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც. 4. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. |