Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 18 მომხმარებლის ფულადი სახსრები. 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერს თავის მიერ დადგენილი წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ელექტრონული ფულის სანაცვლოდ ან სხვა საგადახდო მომსახურების გაწევისათვის მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების (მომხმარებლის ფულადი სახსრების) მიმართ. 2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები უნდა განთავსდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ან ანგარიშებზე. დაუშვებელია მომხმარებლის ფულადი სახსრების მიმართ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცალკეულ საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერებს მოსთხოვოს მომხმარებლის ფულადი სახსრების უზრუნველყოფის მიზნით გარანტიის ან/და დაზღვევის პოლისის წარდგენა. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი გარანტიის ან/და დაზღვევის პოლისის პირობების ან/და გარანტორის/მზღვეველის შეცვლა ან დამატება. 5. პროვაიდერს უფლება არ აქვს, თავისი ვალდებულების უზრუნველყოფისათვის მომხმარებლის ფულადი სახსრები გამოიყენოს. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 18 6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მიღებული მომხმარებლის ფულადი სახსრები არ არის დეპოზიტი. 7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მას ელექტრონული ფული ფულად სახსრებზე გადაუცვალოს. 8. დაუშვებელია ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ მომსახურების განხორციელებისათვის მიღებულ ფულად სახსრებზე სარგებლის დარიცხვა ელექტრონული ფულის მომხმარებლის სასარგებლოდ. 9. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ფულადი სახსრების კრედიტის/ოვერდრაფტის გასაცემად გამოყენება. 10. ელექტრონული ფული არის ელექტრონული ფულის პროვაიდერის ვალდებულება მომხმარებლის მიმართ. 11. იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ელექტრონული ფულის სქემაში შეიძლება მონაწილეობდნენ, როგორც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები, და არ შეიძლება მოქმედებდნენ, როგორც გადამხდელი, გარდა გადამხდელისთვის განხორციელებული ოპერაციის თანხის დაბრუნების შემთხვევისა ან ამ მუხლის 11-1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 18 11-1 მუხლით, გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღნიშნული ვალდებულებების შესრულების შესახებ 2 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. 11-1 პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. 12. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ფულადი გზავნილის სქემაში შეიძლება მონაწილეობდეს მხოლოდ როგორც მიმღები, თუ მიმღების პროვაიდერი იურიდიული პირის სახელზე მიღებული ფულადი გზავნილის მისთვის გადაცემას განახორციელებს ამავე იურიდიული პირის საგადახდო ანგარიშზე გადარიცხვით. იურიდიული პირი უფლებამოსილია ფულადი გზავნილი განახორციელოს, როგორც გადამხდელმა, როდესაც გადახდის ოპერაცია წარმოადგენს საკუთარი საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით თანხის განაღდებას იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, ბანკომატიდან), რომელთანაც მას აღნიშნული ინსტრუმენტის შესაბამისი საგადახდო ანგარიში გახსნილი არ აქვს. |