Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საჯარო შესყიდვების შესახებ article 34 საჯარო შესყიდვის პროცედურები სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროებში მომსახურების შესყიდვის მიზნით. 1. სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროებში მომსახურების შესყიდვის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს განსხვავებული საჯარო შესყიდვის პროცედურები. ეს პროცედურები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საჯარო შესყიდვის პროცედურების განსაზღვრა დასაშვებია მხოლოდ ისეთი მომსახურებისთვის, რომელიც ექცევა შემდეგ CPV-ის კოდებში: ა) ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური და სხვა დაკავშირებული მომსახურება – 75200000; 75231200; 75231240; 79611000; 79622000; 79624000 და 79625000; 85000000-დან 85323000-ის ჩათვლით; 98133000, 98133100; 98200000; 98500000 და 98513000-დან 98514000-ის ჩათვლით; ბ) სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის დაცვისა და კულტურული მომსახურების ადმინისტრირება: ბ.ა) 85321000 და 85322000, 75000000, 75121000, 75122000, 75124000; 79995000-დან 79995200-ის ჩათვლით; 80000000-დან 80660000-ის ჩათვლით; 92000000-დან 92700000-ის ჩათვლით; ბ.ბ) 79950000, 79951000, 79952000, 79952100, 79953000, 79954000, 79955000, 79956000; გ) სავალდებულო სოციალური დაცვის მომსახურება – 75300000; დ) შემწეობა – 75310000, 75311000, 75312000, 75313000, 75313100, 75314000, 75320000, 75330000, 75340000; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 34 ე) სხვა საზოგადოებრივი, სოციალური, პერსონალური მომსახურება, მათ შორის, პროფესიული კავშირების, პოლიტიკური პარტიების, ახალგაზრდული გაერთიანებებისა და სხვა, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ გაწეული მომსახურება – 98000000; 98120000; 98132000; 98130000 და 98133110; ვ) რელიგიური მომსახურება – 98131000; ზ) სასტუმროსა და რესტორნის მომსახურება: ზ.ა) 55100000-დან 55410000-ის ჩათვლით; 55521000-დან 55521200-ის ჩათვლით (55521000, 55521100, 55521200); ზ.ბ) 55520000, 55522000, 55523000, 55524000; ზ.გ) 55510000, 55511000, 55512000, 55523100; თ) იურიდიული მომსახურება (რომელიც გამორიცხული არ არის ამ კანონის მოქმედების სფეროდან ამ კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) – 79100000-დან 79140000-ის ჩათვლით; 75231100; ი) სხვა ადმინისტრაციული და საჯარო მომსახურება – 75100000-დან 75120000-ის ჩათვლით; 75123000; 75125000-დან 75131000-ის ჩათვლით; კ) საზოგადოებრივი მომსახურება – 75200000-დან 75231000-ის ჩათვლით; ლ) ციხეებთან, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და სამაშველო ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურება – 75231210-დან 75231230-ის ჩათვლით; 75240000-დან 75252000-ის ჩათვლით; 794300000; 98113100; მ) საგამოძიებო და დაცვის მომსახურება – 79700000-დან 79721000-ის ჩათვლით, 79722000, 79723000; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 34 ნ) საერთაშორისო მომსახურება – 98900000; 98910000; ო) საფოსტო მომსახურება – 64000000, 64100000, 64110000, 64111000, 64112000, 64113000, 64114000, 64115000, 64116000, 64122000; პ) სხვადასხვა მომსახურება – 50116510, 71550000. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საჯარო შესყიდვის პროცედურების განსაზღვრისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) საჯარო შესყიდვის პროცედურა უნდა უზრუნველყოფდეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების დაცვას; ბ) დაუშვებელია წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფუძვლებითა და წესით გამოყენება; გ) საჯარო შესყიდვის პროცედურა უნდა გამოცხადდეს, შესყიდვის პირობები (რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას) უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში და საჯარო შესყიდვის პროცედურაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ამასთანავე, საჯარო შესყიდვის შედეგები და შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩოშეთანხმება უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 34 დ) შესყიდვის პირობების დადგენისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები: მომსახურების ხარისხი, უწყვეტობა, ხელმისაწვდომობა და ყოვლისმომცველობა, სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელთა (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მოწყვლადი ჯგუფების წევრთა) საჭიროებები, მომხმარებელთა ჩართულობა და წახალისება, ინოვაცია. შესყიდვის პირობებით შესაძლებელია აგრეთვე განისაზღვროს, რომ მომსახურების გამწევი შეირჩეს ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის საფუძველზე, სოციალური მომსახურებისთვის ხარისხისა და მდგრადობის კრიტერიუმების გათვალისწინებით. |