Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ article 16 დავის გადაწყვეტის წესი. 1. დავა უცხოელ ინვესტორსა და საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს შორის წყდება მხარეთა შეთანხმებით დადგენილი წესით ან საქართველოს სასამართლოში. 2. დავა უცხოელ ინვესტორსა და სახელმწიფო ორგანოს შორის, თუ მისი გადაწყვეტის წესი არ არის განსაზღვრული მათი შეთანხმებით ან საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, გადაწყდება საქართველოს სასამართლოში. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული, მხარეთა მიერ შეთანხმებული ან საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული, შესაბამისი დავის განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილებები საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მათ აღსრულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. |