Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 8 საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ. საქონლის საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას უცხო ქვეყნის ვალუტა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის/საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით; ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის/საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით. |