FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  379

კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვებით.
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის გასაზრდელად და მისი ჯანსაღი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მიიღოს გადაწყვეტილება ამ კომერციული ბანკის მიერ ახალი აქციების გამოშვებისა და მათი რეალიზაციის შესახებ.
2. რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად დასასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული ახალი აქციები შესთავაზოს ამ კომერციული ბანკის აქციონერებს, თუ ისინი აკმაყოფილებენ აქციონერებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მათ არ დაურღვევიათ ეროვნული ბანკის მოთხოვნები და მითითებები. თუ ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებს არ შესთავაზებს ამ კომერციული ბანკის მიერ გამოშვებულ ახალ აქციებს, მათ არ ექნებათ აღნიშნული აქციების უპირატესი შესყიდვის ან სხვაგვარად შესყიდვის უფლება.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  379

3. რეზოლუციის იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერები და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების მფლობელები იღებენ პირველად ზარალს, ამ კომერციული ბანკის მიერ ახალი აქციების გამოშვებამდე ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს აღნიშნული კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა ან აქციებში კონვერტაცია ამ კანონის 37-4 მუხლის შესაბამისად.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს კომერციული ბანკის ახალი აქციების გამოშვებით რეკაპიტალიზაციის პირობები, აგრეთვე კაპიტალში მათი შენატანების განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს. აღნიშნული შენატანები სრულად უნდა განაღდდეს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ ვალდებულების შესრულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით.