Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 23 პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის. 1. სამსახური ვალდებულია ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა: ა) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა.ა) წერილობითი გაფრთხილება; ა.ბ) საჯარო გაფრთხილება (რეესტრში ასახვით); ა.გ) ფულადი ჯარიმა; ა.დ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შემთხვევაში − მისთვის რეგისტრაციის გაუქმება; ა.ე) აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/გარიგების პარტნიორისათვის აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორისათვის/აქციონერისათვის ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა; ბ) პროფესიული ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ბ.ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ.ბ) ფულადი ჯარიმა; ბ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული უფლების ჩამორთმევა; გ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 23 გ.ა) წერილობითი გაფრთხილება; გ.ბ) ფულადი ჯარიმა; გ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული უფლების ჩამორთმევა; დ) სდპ-ის, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა; დ.გ) სდპ-ის შემთხვევაში − მისი მმართველობითი ორგანოს წევრისთვის სდპ-ში ამ კანონით გათვალისწინებული თავისი ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა; ე) პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ე.ა) წერილობითი გაფრთხილება; ე.ბ) ფულადი ჯარიმა; ე.გ) რეგისტრაციის გაუქმება. 2. ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო. 3. ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობა პირს არ ათავისუფლებს ამ მოთხოვნის შესრულების ვალდებულებისაგან. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 23 4. ამ მუხლის შესაბამისად გამოყენებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობას. 5. ფულადი ჯარიმის თანხები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. |