Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 43 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებით, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით. 1 -1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადასახდელები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ქმნის და იყენებს ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოხალისეთა სისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე შექმნას სპორტული და სასწავლო სივრცეები და ამ სივრცეებით (ინფრასტრუქტურით) სარგებლობის საშუალება მისცეს მოხალისეებს. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 43 4. თუ მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, ამ სატრანსპორტო საშუალებას საწვავით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. |