Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ article 13 თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოები. 1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედებენ იმ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობები, რომლებიც აუცილებელია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირებისათვის, და ისინი ემსახურებიან მხოლოდ ამ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოებს. 2. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ცალკეული წარმომადგენლობები გაერთიანდნენ ერთიან მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოში. 3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, თუ აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული არა აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოს. |