FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პენიტენციური კოდექსი

article  47

ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღების წესი.
1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. პატიმრობის დაწესებულებაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულის დაქტილოსკოპირება განხორციელდეს ელექტრონული მოწყობილობით და სათანადო მონაცემები აისახოს ელექტრონულ არქივში. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და ბრალდებულის სიტყვიერი პორტრეტი ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, რომელიც მისი მსჯავრდების შემთხვევაში გადაეგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.
2. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათსა და ფოტოსურათის ელექტრონულ ვერსიას პატიმრობის დაწესებულება დაქტილოსკოპირებიდან და ფოტოგრაფირებიდან 7 დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
3. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება და ამის შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.
პენიტენციური კოდექსი

article  47

4. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. მას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, ამ კოდექსის 139-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
5. ბრალდებულს დაუყოვნებლივ, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი უფლებები და მოვალეობები, მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სახეები, დისციპლინური სამართალწარმოების წესები, აგრეთვე მის მიმართ წაყენებული სხვა მოთხოვნები.