Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 100 მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღება და გრანტის მიღება. 1. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის ნებართვით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და საკუთარი სახელით, კაპიტალური ინვესტიციის განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით აიღოს სესხი/სასესხო ვალდებულება იურიდიული პირისგან. 2. მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სესხის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გასული 3 საბიუჯეტო წლის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების საშუალო წლიური ოდენობის 10 პროცენტს, ხოლო თბილისის მიერ სესხის აღების შემთხვევაში აღებული სესხის საერთო მოცულობიდან ყოველწლიურად დასაფარავი სესხის მომსახურების (ძირითადი თანხა და პროცენტი) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თბილისის წლიური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების 5 პროცენტს. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება დაუშვებელია. 3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე მეტი მოცულობით აიღოს სესხი მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა და მის მიერ კონტროლირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან. 4. საქართველოს მთავრობის ნებართვას საჭიროებს აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ სხვა პირის სასარგებლოდ თავდებობა ან რაიმე სხვა გარანტიის გაცემა. |
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 100 5. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის ნებართვით, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, კანონით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი. გრანტის მიღების ნებართვის მისაღებად საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. საქართველოს მთავრობის ნებართვა საჭირო არ არის, თუ: ა) გრანტი საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღება; ბ) გრანტის გამცემია საქართველოს სამინისტრო ან „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) გრანტის მიმღებია თბილისი. 6. საქართველოს მთავრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 7. ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის სახელითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინასწარი თანხმობით, ამ მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით იღებს და შესაბამის ხელშეკრულებას აფორმებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. |