Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ article 4 საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები. 1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება შემდეგი განაკვეთებით: ა) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვა – 35 აშშ დოლარი; ბ) საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა − 20 აშშ დოლარი; |
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ article 4 საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები. . გ) დოკუმენტის საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების საკითხის განხილვა – ერთი დოკუმენტისათვის 15 აშშ დოლარი; დ) საქართველოს მოქალაქის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან დოკუმენტაციის ან ინფორმაციის გამოთხოვისათვის განაცხადის გაგზავნა – ერთი დოკუმენტისათვის 10 აშშ დოლარი; ე) სხვადასხვა სახის ცნობის გაცემა – 25 აშშ დოლარი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტის დადასტურება – 25 აშშ დოლარი ; ზ) საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ცნობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, დიპლომის, ნიშნების ფურცლის, ატესტატის, სერტიფიკატის, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის, მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხებზე გადაწყვეტილების/დასკვნის თარგმანის შესრულება ან/და თარგმანის სისწორის დადასტურება – თითოეული გვერდისათვის 10 აშშ დოლარი; თ) (ამოღებულია – 02.05.2014, №2376); ი) (ამოღებულია - 02.05.2014, №2376); კ) სანოტარო მოქმედებების შესრულება: კ. ა) ანდერძის დადასტურება – 10 აშშ დოლარი; კ.ბ) ანდერძის გაუქმება – 5 აშშ დოლარი; კ.გ) დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება − თითოეული პირისათვის და თითოეული ხელმოწერისათვის – 5 აშშ დოლარი; |
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ article 4 კ.დ) მინდობილობის/ რწმუნებულების დადასტურება – 10 აშშ დოლარი; კ.ე) მინდობილობის/ რწმუნებულების გაუქმება – 5 აშშ დოლარი; კ.ვ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმანის სისწორის დამოწმება – თითოეული გვერდისა თვის 5 აშშ დოლარი; კ.ზ) დოკუმენტის ასლის ან/და დოკუმენტიდან ამონაწერის დამოწმება ან/და სანოტარო მოქმედების შესრულების შემდეგ დაცული დოკუმენტის ასლის გაცემა – თითოეული გვერდისათვის 3 აშშ დოლარი; კ. თ) პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის დადასტურება, დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება – 15 აშშ დოლარი; კ. ი) საზღვაო პროტესტის შესრულება – 150 აშშ დოლარი;“; ლ) (ამოღებულია – 12.06.2012, №6439); 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ცნობა გაიცემა ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოებაში დასაშვებ რომელიმე ენაზე, მისი თარგმა ნის შესრულებისათვის დამატებითი საკონსულო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. |
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ article 4 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემა და „ ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტის დადასტურება ხდება ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე, ინფორმაციის გამოთხოვისა თვის ცალკე საკონსულო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. |