FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  59

საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დაცვა.
1. საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს:
    ა) უფლების აღიარება;
    ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს;
    გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით;
    დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ;
    ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ;
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  59

ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით;
    ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება უფლების მფლობელის არჩევით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, რომლებიც არ გამოითხოვა უფლების მფლობელმა, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალა, მოწყობილობა ან მოწყობილობის კომპონენტი ნადგურდება სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ მართლზომიერად შეძენილი ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონტრაფაქციული ასლები კომერციული გამოყენების მიზნით იქნა შეძენილი.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  59

5. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები კონტრაფაქციულია, შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული  მასშტაბით დარღვევისათვის.
6. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა უფლების მფლობელი ნაწარმოების, მომიჯნავე უფლებების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენებით.
7. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის სიმძიმე, კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  59

8. დავის დაწყებამდე უფლების მფლობელმა ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით უნდა მიმართოს დამრღვევს, ხოლო დამრღვევს უფლება აქვს, უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში გადაუხადოს მას ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების 10 პროცენტზე მეტი ოდენობით. თუ დამრღვევი მისთვის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში არ გადაუხდის უფლების მფლობელს ერთჯერად ფულად კომპენსაციას აღნიშნული ოდენობით, უფლების მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს დავა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოითხოვოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა, რომელიც არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები.