Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი article 76 4. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე. 4-1ნაწილების მოთხოვნები და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე. 5. ამ კოდექსის 67-ე მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 31 დეკემბრიდან. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი article 76 დასკვნითი დებულებანი. 1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30); ბ) საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონი „ვეტერინარიის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27−30, მუხ. 635); გ) საქართველოს 1994 წლის 12 ოქტომბრის კანონი „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 450); დ) საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12). 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, ძალადაკარგულად გამოაცხადოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ის ნორმატიული აქტები, რომელთა ამ კოდექსთან შესაბამისობა არ იქნება უზრუნველყოფილი ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში. 3. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 67-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |