FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  49

გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებაზე ზედამხედველობა. 1. დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან გადამცემი სისტემის ოპერატორის უწყვეტ შესაბამისობაზე, დამოუკიდებლობის მოთხოვნილი დონის ან/და გამოყენებული განცალკევების მოდელის მიუხედავად, ზედამხედველობას ახორციელებს კომისია.
2. კომისია აფასებს გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობას და ხელახლა იწყებს ამ კანონის XII თავით გათვალისწინებულ სერტიფიცირების პროცედურას შემდეგ შემთხვევებში:
    ა) გადამცემი სისტემის ოპერატორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე;
    ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ფლობს ინფორმაციას, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორთან დაკავშირებული უფლებების ან გავლენის დაგეგმილმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან გადამცემი სისტემის ოპერატორის შეუსაბამობა, ან თუ არსებობს გონივრული ვარაუდი ამგვარი შეუსაბამობის არსებობის შესახებ;
    გ) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას უნდა შეატყობინოს ყველა დაგეგმილი გარიგების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა საჭირო გახადოს გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთანშესაბამისობის ხელახალი შეფასება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  49

4. კომისია გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორის შეტყობინების მიღებიდან, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დასაბუთებული მოთხოვნის მიღებიდან ან საკუთარი ინიციატივით შემოწმების დაწყებიდან არაუგვიანეს 4 თვისა. კომისიის ინიციატივით შემოწმების დაწყების დღედ ჩაითვლება გადამცემი სისტემის ოპერატორის შემოწმების დაწყების დღე, რომელიც მიეთითება შემოწმების დაწყების შესახებ კომისიის შესაბამის აქტში.
5. თუ კომისია მიიჩნევს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორი არ შეესაბამება დამოუკიდებლობის ან/და განცალკევების მოთხოვნებს, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შეუსაბამობა უნდა აღმოფხვრას კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში და კომისიას უნდა წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია. კომისიის მიერ შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადამცემი სისტემის ოპერატორი სარგებლობს შესაბამისი საქმიანობის დროებითი ავტორიზაციით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული სერტიფიცირების ხელახალი პროცედურა უნდა განხორციელდეს ამ კანონის 50-ე მუხლით დადგენილი წესით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  49

7. თუ კომისია მიიჩნევს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა არაღმოფხვრა დამოუკიდებლობის ან/და განცალკევების მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კომისიამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის გაუქმების ან/და ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე.