Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 63 ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება. 1. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. 2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს. 7. ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის არასწორად ჩამოწერის, მათ შორის, ორი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოსათვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 63 8. გადასახადის გადამხდელისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 9. ცალკეულ შემთხვევაში, იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 10. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის გარეშე დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის გარეშე დაბრუნების შემთხვევებს, წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. |