Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროფესიული განათლების შესახებ article 26 ავტორიზაცია. 1. ავტორიზაციის შედეგად იურიდიული პირი მოიპოვებს კოლეჯის სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს: ა) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი; ბ) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი პროფესიული მომზადების პროგრამისთვის ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის, რომელსაც იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული. 2. კოლეჯების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) კოლეჯის მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; დ) ადამიანურ რესურსებს; ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს. 3. კოლეჯი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, აგრეთვე ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც მან ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატა. |
პროფესიული განათლების შესახებ article 26 4. კოლეჯი უფლებამოსილია დამატებითი ავტორიზაციის გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული. |