Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 33 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. 1. საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს, ვალდებული არიან დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უზრუნველყოფს: ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას; ბ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს; |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 33 გ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს; ე) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ვ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს საკუთარი შეხედულებისამებრ უფლება აქვთ, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 33 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს (შეასრულონ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის თანამშრომელმა ან სხვა პირმა (პირებმა) მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს უფლება აქვს, შეასრულოს სხვა ფუნქციაც, თუ ეს არ წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს. 4. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა ან დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირებმა შეიძლება დანიშნონ ან განსაზღვრონ საერთო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი იმის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ თავისი ფუნქციების სრულფასოვანი შესრულება. თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი საჯარო დაწესებულებაა, აგრეთვე დასაშვებია რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებისთვის საერთო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა ან განსაზღვრა ამ დაწესებულებების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ზომის გათვალისწინებით. 5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა მონაცემთა დაცვის სფეროში. 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით ანგარიშვალდებული უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი დონის მმართველობის სტრუქტურის წინაშე. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 33 7. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა და დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სათანადო ჩართულობა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უზრუნველყონ იგი შესაბამისი რესურსებით, აგრეთვე უზრუნველყონ მისი დამოუკიდებლობა საქმიანობის განხორციელებისას. 8. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნიდან ან განსაზღვრიდან, აგრეთვე მისი შეცვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მისი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია აცნობონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომელიც აქვეყნებს ამ ინფორმაციას. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია პროაქტიულად გამოაქვეყნონ ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 33 9. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დროებითი არყოლისას ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტისას ვალდებული არიან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის უფლებამოსილებით აღჭურვონ სხვა პირი. 10. დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთა წრე, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. ამ პირთა წრის განსაზღვრისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმები. |