Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 33 გარდამავალი დებულებანი. 1. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 30 მარტამდე: ა) დაამტკიცოს სააგენტოს დებულება; ბ) უზრუნველყოს სამსახურის დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა. 2. სამსახურმა საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის მიერ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებით გაფორმებულ სატელეკომუნიკაციო და კავშირგაბმულობის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში შემსყიდველად განსაზღვროს სააგენტო. 3. სააგენტომ: ა) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს იმ მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება, რომლებიც ეხება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურისა და შესაბამისი ინტერფეისების განსაზღვრას; ბ) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-2 მუხლის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემების ამოქმედება ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმართ; გ) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს სამსახურიდან ქონების (მათ შორის, უძრავი ქონების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და სხვა ქონების) მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 33 დ) 2017 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება; ე) 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-2 მუხლის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემების ამოქმედება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების მიმართ; ვ) 2019 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება; ზ) 2020 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის და ამ კანონის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს სააგენტოს დებულების დამტკიცების მომენტიდან. 5. სააგენტოს უფროსის ამ კანონით დადგენილი წესით დანიშვნამდე სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 6. სააგენტოს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით დაინიშნოს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 33 7. ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს სააგენტო. 8. სააგენტოს წარმოშობამდე და მის მიერ იურიდიული პირის სტატუსის შეძენამდე სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ დაწყებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს სააგენტო. 9. სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები. 10. სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე ხელშეკრულების დადებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულება. 11. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემისა და მე-15 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების მიწოდება განხორციელდეს მონაცემთა ცენტრალური ბანკიდან. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 33 12. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე სააგენტო დაფინანსდეს სამსახურისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან. |