Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პენიტენციური კოდექსი article 7 სამსახურის მართვა. 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამსახურის გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მოადგილე. სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებით. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული უფლებამოსილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირველ მოადგილეს/მოადგილეს გადასცეს. 4. სამსახურის გენერალური დირექტორი თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს. |
პენიტენციური კოდექსი article 7 5. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 6. სამსახურის გენერალური დირექტორი შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. სამსახურის ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით/კოდებით, რომელსაც/რომლებსაც განახორციელებს სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. სამსახურის გენერალური დირექტორი არანაკლებ წელიწადში ორჯერ მინისტრს წარუდგენს წერილობით ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის გენერალური დირექტორი წარუდგენს მას რიგგარეშე ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. |
პენიტენციური კოდექსი article 7 8. სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვისა და მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, აგრეთვე სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლსა და პენიტენციურ დაწესებულებათა სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი. |