FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  73

მართვაში მყოფი მოვალე.
1. მართვაში მყოფ მოვალეზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. მართვაში მყოფ მოვალეს აქვს რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით განსაზღვრული ყველა უფლება და მოვალეობა, გარდა:
    ა) იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც აქვს რეაბილიტაციის ზედამხედველს;
    ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.
3. მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებაზე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.
4. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე მოვალეს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლების მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით. რეაბილიტაციის ზედამხედველის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  73

5. ხმის უფლების მქონე კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორის, კრედიტორთა კომიტეტის ან რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს შუამდგომლობას ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას მართვაში მყოფი მოვალის ნაცვლად რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ:
    ა) ამ კანონის VIII თავით გათვალისწინებული შეცილების საფუძველი;
    ბ) რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნამდე ან მისი გახსნის შემდეგ მოვალის მიერ არაკეთილსინდისიერების, არაკომპეტენტურობის გამოვლენა, აუცილებელი ზრუნვის მოვალეობის პრინციპის დარღვევა, მმართველობითი საქმიანობის მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართვა;
    გ) მოვალის მიერ მართვის მიტოვება.
6. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორების არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით შეცვალოს მართვაში მყოფი მოვალე რეაბილიტაციის მმართველით. სასამართლო უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს კრედიტორთა კრების ამ გადაწყვეტილებას და მოვალე მართვაში დატოვოს. ამის შესახებ მას გამოაქვს განჩინება. სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე მოუსმინოს მოვალესა და რეაბილიტაციის ზედამხედველს.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  73

7. მართვაში მყოფი მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ან ისეთი გარემოების არსებობისას, რომლის გამოც ეს პირი თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს, მოსამართლე რეაბილიტაციის მმართველად დაუყოვნებლივ ნიშნავს რეაბილიტაციის ზედამხედველს.
8. მართვაში მყოფი მოვალისგან ინფორმაციის მიღების უფლება აქვთ რეაბილიტაციის ზედამხედველს, კრედიტორებსა და პარტნიორებს. მართვაში მყოფი მოვალისთვის ინფორმაციის მოთხოვნის მიზანია ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლების, აქტივების არასათანადოდ განკარგვის ან გადამალვის შესაძლო შემთხვევების გამოვლენა, აგრეთვე მმართველის დანიშვნის საფუძვლისა და შესაძლებლობის განხილვა.
9. დაუშვებელია სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას მოვალის მიერ ამ კანონის შესაბამისად მიწოდებული იმ ინფორმაციის მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით გამოყენება, რომელიც რეაბილიტაციის ზედამხედველის, კრედიტორის ან/და პარტნიორის მიერ შეკრებილი საბუღალტრო ან/და სხვა დოკუმენტაციიდან დამოუკიდებლად ხელმისაწვდომი არ იყო.