Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 19 4. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის ფუნქციას კომპეტენტური უწყება გადასცემს ერთ ან რამდენიმე მაკონტროლებელ ორგანოს (არსებობის შემთხვევაში) „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად. 5. კომპეტენტური უწყება საქმიანობას ახორციელებს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, კვალიფიციური პერსონალისა და საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი სხვა რესურსების გამოყენებით. 6. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილების მაკონტროლებელი ორგანოსთვის დელეგირებას კომპეტენტური უწყება ახორციელებს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის გეგმის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი შეიცავს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შესასრულებელი ამოცანების ზუსტ აღწერას და იმ პირობების ჩამონათვალს, რომელთა შესაბამისადაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი; |
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 19 ბ) მაკონტროლებელ ორგანოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, ჰყავს საჭირო რაოდენობის კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი და საქმიანობას ახორციელებს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით. ამასთანავე, საქმიანობის განხორციელებისას მაკონტროლებელ ორგანოს ინტერესთა კონფლიქტი არ უნდა ჰქონდეს. 7. სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული სურსათის (ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის ჩათვლით) კონტროლს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო სხვა საქონლის კონტროლს − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური უწყება. |
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 19 8. თუ კომპეტენტური უწყების/მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან უმნიშვნელო შეუსაბამობა, კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განსაზღვროს. შეუსაბამობის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომპეტენტური უწყება/ მაკონტროლებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ. 9. თუ კომპეტენტური უწყების/მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაუქმების შესახებ. 10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შეუსაბამობების ხარისხი განისაზღვრება სახელმწიფო კონტროლის გეგმით. |
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 19 სახელმწიფო კონტროლი. 1. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის (გარდა უცხო ქვეყნის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნისა) საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობას ადგენს და სერტიფიკატს გასცემს კომპეტენტური უწყება/მაკონტროლებელი ორგანო. 2. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით კომპეტენტური უწყება სურსათის (გარდა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლისა, სპირტიანი სასმლისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატისა) შემთხვევაში არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის შემთხვევებში − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო. 3. არასასოფლო-სამეურნეო საქონელთან დაკავშირებით კომპეტენტურ უწყებას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |