FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

article  14

საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა.
1. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელები.
2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ ღია კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, აცხადებს საქსტატი, ხოლო საბჭოს წევრობის კანდიდატებს არჩევს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია.
4. საბჭოს წევრობისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საბჭოს დებულებით.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან საბჭოს წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს 5 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − ამ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობის კანდიდატურას.
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

article  14

6. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით აძლევს თანხმობას საბჭოს წევრების დანიშვნაზე.
7. საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს წევრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
8. აღმასრულებელი დირექტორის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.
9. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, გახდეს საბჭოს წევრი ამ თავით დადგენილი წესით.
10. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.
11. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
12. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ ღია კონკურსში.