FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  102

აკრედიტაციის სიმბოლო.
1. აკრედიტაციის სიმბოლო არის აკრედიტაციის ცენტრის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშანი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადაა რეგისტრირებული და დაცული.
2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია აკრედიტაციის სიმბოლო გამოიყენოს მხოლოდ აკრედიტაციის მოწმობის დანართით განსაზღვრული კონკრეტული საქმიანობის სფეროში. საქმიანობის არააკრედიტებულ სფეროში განხორციელებისას აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება ან აკრედიტებულ სტატუსზე სხვაგვარი მითითება დაუშვებელია.
3. აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო პასუხისმგებელია აკრედიტაციის სიმბოლოს სწორად გამოყენებისთვის. აკრედიტაციის სიმბოლო გამოყენებული არ უნდა იქნეს ისეთ პირობებში, რომლებმაც შეიძლება დამკვეთს ან/და მომხმარებელს აკრედიტებულ სტატუსთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.
4. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენებით აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აცხადებს, რომ მის კომპეტენტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას აკრედიტაციის ცენტრი ადასტურებს და იგი აკმაყოფილებს აკრედიტაციისთვის დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  102

5. აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება ან აკრედიტებულ სტატუსზე მითითება არ გულისხმობს იმას, რომ აკრედიტაციის ცენტრი პასუხისმგებელია აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ თავისი საქმიანობის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის, ანგარიშის ან ოქმის შინაარსის შედეგებისთვის.
6. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების დამატებითი წესები და პირობები დგინდება და აკრედიტაციის სიმბოლოს არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები განისაზღვრება აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით.