Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ article 17 გარდამავალი დებულება. 1. საწარმოებმა და ობიექტებმა, რომელთა საქმიანობის მიმართულება და ინვესტირების წყაროები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს, 6 თვის ვადაში უნდა შეიცვალონ პროფილი ან შეწყვიტონ ფუნქციონირება და უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციების კანონთან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მექანიზმები“. 2. ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა უზრუნველყონ მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კონტროლი და კოორდინაცია. 3. მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება დაევალოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებს, საქართველოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და „საქსტანდარტს“. „საქსტანდარტმა“ 1999 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის სათანადო სტანდარტები. |
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ article 17 4. ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა განხორციელებას უზრუნველყოფენ „საქსტანდარტი“ და სახელმწიფო მმართველობის სხვა უფლებამოსილი ორგანოები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. |