Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 9 ინფორმაციის გაცვლა და შენახვა. 1. პირსა და საბაჟო ორგანოს შორის ინფორმაციის გაცვლა და ამ ინფორმაციის შენახვა ხდება მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენებით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გარდა, ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის სხვა საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) მუდმივად, გადაზიდვის სახის გათვალისწინებით, ან როდესაც მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენება შესაბამისი საბაჟო ფორმალობისთვის შესაფერისი არ არის; ბ) დროებით, პირის ან საბაჟო ორგანოს ელექტრონული სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში. 3. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი პირი ვალდებულია საბაჟო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად წარუდგინოს წინასწარი ინფორმაცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრთა შესახებ. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 9 4. საბაჟო რისკის იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების მიზნით, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს საბაჟო ორგანოსა და დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს შორის ისეთი ინფორმაციის გაცვლა, რომლის მიწოდება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით. აღნიშნული ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია მოიცავდეს დეკლარანტის მონაცემებთან საბაჟო ორგანოს დაშვებას. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს შორის გაცვლილი ინფორმაცია არის საბაჟო საიდუმლოება, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. 6. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლა მატერიალური (წერილობითი) ფორმით ხდება, გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი. 7. ნავსადგური, რკინიგზის სადგური, აეროპორტი ვალდებულია საბაჟო ორგანოს შეატყობინოს იმ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან/და გასვლის/გაფრენის შესახებ, რომელიც კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 9 8. ინფორმაციასთან/მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნები, ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების წესი, ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის სხვა საშუალება და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |