Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 104 თავის რეგულირების სფერო. 1. ეს თავი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიებს, შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. 2. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება: ა) შესყიდვით შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე, თუ შესყიდვის მიზანი იყო შეძენილი საქონლის/მომსახურების შემდგომი განაწილება, დარიგება ან სხვაგვარად განკარგვა; ბ) (ამოღებულია - 09.02.2023, №2580); გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების გასხვისებასა და სხვაგვარ განკარგვაზე, რომელსაც ეს ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვისათვის; |
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 104 დ) კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებულ, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. ე) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ქონების მართვაზე, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემაზე. 3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების გასხვისებასა და სხვაგვარ განკარგვას აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვისათვის ეს ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. |