FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  84

ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 4-1 ნაწილით გათვალისწინებული ორგანოს მოთხოვნის/გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.
1. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 4-1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას, რომლის დარღვევის გამოც სამართალდამრღვევს დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან (ჯარიმის დაკისრებიდან) ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 4​-1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დადებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის (დაკისრებული ჯარიმის) გაორმაგებას.
3. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 4-1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს თანამშრომლის უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისთვის ხელის შეშლა −
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  84

31. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეგულირების ობიექტისთვის ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული მიწერილობის) შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე.
32. ამ მუხლის 3-1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.
4. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ან 4-1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნათა შეუსრულებლობა (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  84

1. სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 36-1, 57-3, 66-ე, 66-2, 66-4, 79-2, 79-4, 79-5 და 86-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებისთვის (დაკმაყოფილებისთვის) შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 79-3 მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  84

1. გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −