Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ article 2 კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მონაცემი – ფაქტებისა და იდეების წარმოდგენა ფორმალიზებული სახით, რომელიც მათ გამოსადეგს ხდის საინფორმაციო პროცესში გადაცემისა და დამუშავებისათვის; ბ) მონაცემის მფლობელი – პირი ან ორგანიზაცია, რომელიც გასცემს კონკრეტული მონაცემის ხელმისაწვდომობის უფლებამოსილებას და ვალდებულია შეინარჩუნოს მონაცემის სისწორე, ერთიანობა და დროულობა; გ) მონაცემის დამუშავება – მონაცემის შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, ნახვა, ამოღება, გამოყენება, გადაცემა, კომბინირება, დახურვა, წაშლა ან განადგურება, ან ამ ქმედებების ნებისმიერი ერთობლიობა, ქმედების განხორციელების ან გამოყენებული საშუალების მიუხედავად; დ) მონაცემთა ბაზა – სისტემური ან მეთოდური წესით დალაგებული ნაწარმოებების ან/და სხვა მონაცემებისა და მასალების კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ეს ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს; ე) მონაცემთა ბაზის წარმოება – მონაცემების დამუშავება, მონაცემების დამუშავების ჩანაწერების შენახვა, მონაცემთა დაცვა და ამ ქმედებების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; |
ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ article 2 ვ) რეესტრის სუბიექტი – ადმინისტრაციული ორგანო, სამედიცინო ან ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მონაცემების შექმნას, შეცვლას, წაშლას ან განადგურებას; ზ) ინფორმაციული სისტემა – საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას; თ) რეესტრი – საგნების, სახელების, ქმედებების ან სხვა ინფორმაციის ფორმალური ან/და ოფიციალური ჩანაწერი; ი) მომსახურება – რეესტრის სუბიექტის მიერ შემოთავაზებული მომსახურება (სერვისი), რომლის დაწესებულებისათვის ან/და მომხმარებლისათვის გამოყენება მოითხოვს მონაცემების დამუშავებას ; კ) კატალოგი – მონაცემების სისტემატიზებული სია ან ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მათ აღწერილობას; ლ) ბიზნესპროცესი − ერთმანეთთან დაკავშირებული საქმიანობების ან ამოცანების სტრუქტურირებული ერთობლიობა, რომლის შედეგად იქმნება გარკვეული პროდუქტი ან მომსახურება მომხმარებლისათვის ან მომხმარებელთა ჯგუფისათვის; მ) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – თანაბარი რესურსების პირობებში ტექნოლოგიის კონკრეტული სახისათვის დაუსაბუთებელი უპირატესობის თავიდან აცილება; |