Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 62 სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში. 1. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. მისი სტატუსი და უფლებამოსილება დგინდება საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი დებულების საფუძველზე. 2. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს წინადადებები მისი განვითარების თაობაზე; |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 62 სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში. . ბ) წარმოადგინოს საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში; გ) განახორციელოს ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირება ამ კანონით დადგენილი წესით; გ-1) დაადგინოს ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირების წესი; დ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ე) თავისი წარმომადგენლის მეშვეობით სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საერთო კრებისა და სამეთვალყურეო ორგანოების სხდომებში, ხოლო თუ ორგანიზაცია არღვევს საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნებს, ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი და უცხოელი უფლების მფლობელთა ქონებრივი უფლებების ეფექტიანად მართვასა და განხორციელებას, აგრეთვე აღნიშნული უფლებების გამოყენების პროცესში არღვევს მოსარგებლეთა კანონიერ ინტერესებს, ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებაზე განსახილველად დააყენოს შესაბამისი საკითხები. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 62 თავი X ქონებრივი უფლებების მართვა კოლექტიურ საფუძველზე საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. მუხლი 63. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა 1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ავტორებს, შემსრულებლებს, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლებს, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს (შემდგომ − უფლების მფლობელი) საკუთარი ქონებრივი უფლებების კოლექტიურად სამართავად შეუძლიათ შექმნან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც ავტორების, საავტორო უფლებების სხვა მფლობელებისა და მომიჯნავე უფლებების სუბიექტების ქონებრივი უფლებების კოლექტიურად სამართავად „საქპატენტი“ ანიჭებს აკრედიტაციას ამ კანონით დადგენილი წესით. 3. ერთი უფლების ან უფლებათა კატეგორიის მიმართ ქონებრივი უფლებების მართვა მხოლოდ ერთმა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, საკუთარი წესდების საფუძველზე და უფლების მფლობელის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 5. უფლების მფლობელი, რომელიც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს საკუთარ ქონებრივ უფლებებს კოლექტიურად სამართავად, ამავე ორგანიზაციას გადასცემს უფლებებს ყველა იმ ნაწარმოებზე, რომლებიც მან უკვე შექმნა ან/და რომლებსაც იგი შექმნის აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. დაუშვებელია, იურიდიული პირის, გარდა ამ კანონის შესაბამისად აკრედიტებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისა, საფირმო სახელწოდებაში გამოყენებულ იქნეს სიტყვები: „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ სიტყვების გამოყენებით. 7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. მუხლი 64 . აკრედიტაცია 1. ორგანიზაციამ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სამართავად მისთვის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით „საქპატენტს“ უნდა წარუდგინოს აკრედიტაციის განაცხადი, რომლითაც დასტურდება, რომ: ა) ორგანიზაცია წარმოადგენს უფლების მფლობელებს და იმავდროულად ნებისმიერ უფლების მფლობელს შეუძლია შეუერთდეს მას ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. აღნიშნულის დასადასტურებლად ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს უფლების მფლობელებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებები უფლების მფლობელების სიასთან ერთად, რომელიც უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით; ბ) ორგანიზაციას შეუძლია კოლექტიურად მართოს ქონებრივი უფლებები, მათ შორის, ჰყავს შესაბამისი პერსონალი, აქვს ჰონორარის შეგროვებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჰონორარის შეგროვების, განაწილებისა და გადახდის ეფექტიანი მექანიზმები (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით); გ) ორგანიზაციის წესდება, შიდა რეგულაციები და ტარიფების განაწილების წესები და პრინციპები იძლევა როგორც უფლების მფლობელების, ისე მოსარგებლეების მიმართ თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის გარანტიას; დ) ორგანიზაციას გადახდილი აქვს აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური; ე) ორგანიზაცია რეგისტრირებული არ არის მოვალეთა რეესტრში და მას არ ადევს ყადაღა; ვ) ორგანიზაციის წესდება და სხვა რეგულაციები შეესაბამება ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ აკრედიტაციის განაცხადს უნდა ერთოდეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან, რომელთა რეპერტუარი არსებითად ფარავს საქართველოში გამოყენებული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს, აგრეთვე ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან, რომელთა რეპერტუარი არსებითად ფარავს უცხო ქვეყნებში გამოყენებული ქართული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს. ეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის წარდგენისას ვერ ხდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარდგენა, განმცხადებლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ამ კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისია (შემდგომ − აკრედიტაციის კომისია) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აკრედიტაციის კომისია ანიჭებს აკრედიტაციას და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარსადგენად ეძლევა 1-წლიანი ვადა, რომელიც აკრედიტაციის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს იმავე ვადით. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ცხადდება ძალადაკარგულად და „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე. 5. ერთზე მეტი ორგანიზაციის მიერ ერთი და იმავე უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის „საქპატენტში“ წარდგენის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება იმ განმცხადებლის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს. კონკურსში ისეთი ორგანიზაციის მონაწილეობის შემთხვევაში, რომელიც წარსულში საქმიანობდა შესაბამის სფეროში, აკრედიტაციის კომისია გაითვალისწინებს მის წარსულ საქმიანობას და გამოცდილებას. 6. აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების წესი, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური, აგრეთვე ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. განმცხადებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აკრედიტაციის განაცხადში უნდა მიუთითოს იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ჩამონათვალი, რომლის/ რომელთა კოლექტიური მართვაც მას სურს. თუ აკრედიტაციის კომისია დოკუმენტების განხილვის შემდეგ დაასკვნის, რომ განმცხადებელი აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს აკრედიტაციის განაცხადში მითითებული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ნაწილის მიმართ, აკრედიტაციის კომისიას განმცხადებლის თანხმობით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ორგანიზაციისთვის შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 62 8. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების უფლებამოსილების მინიჭება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს „საქპატენტში“ მხოლოდ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენისას. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების უფლებამოსილების მინიჭება ერთზე მეტმა განმცხადებელმა მოითხოვა, გადაწყვეტილება მიიღება იმ განმცხადებლის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს, აგრეთვე გათვალისწინებული იქნება მისი წარსული საქმიანობა და გამოცდილება. 9. აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში. 10. განმცხადებელს აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი ეთქმება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 62 11. ორგანიზაცია, რომლის მიმართაც გაიცემა აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, ვალდებულია ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური გაცნობიდან 14 დღის ვადაში მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) და უზრუნველყოს საკუთარი საფირმო სახელწოდების ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობა. 12. ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „საქპატენტი“ უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების ცვლილების მოთხოვნით. 13. „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ანგარიში ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 62 14. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შემთხვევაში „საქპატენტი“ იმავე უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ ახალი აკრედიტაციის მისანიჭებლად აცხადებს კონკურსს აკრედიტაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. |