Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ article 18 დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ მისი რეინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები. 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებული დევნილის რეინტეგრაციას. 2. თუ დევნილი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ დაბრუნდება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფენ დევნილისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას; ბ) იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეიქმნას მისი უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი პირობები; გ) ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა დევნილს ან მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი საკუთრების დაბრუნების მომენტისთვის არსებული სახით, ამასთანავე, შესაძლებლობის ფარგლებში აღადგენენ დანგრეულ შენობას და უზრუნველყოფენ პირისათვის მის დაბრუნებას; დ) კოორდინაციას უწევენ მიყენებული ზარალის კომპენსირების პროცესის განხორციელებას მისი ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ article 18 3. მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრისა და უძრავი ქონების კომპენსაციის გაცემის წესს ადგენენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები. 4. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების პროცესში მისი დაბრუნების, დასახლებისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების განხორციელებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გარანტიების უზრუნველყოფით. 5. სახელმწიფო განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების, დასახლებისა და რეინტეგრაციის დაგეგმვისა და მართვის პროცესში მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. |