Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 22 სგშ-ის ეტაპები. სგშ-ის ეტაპებია: ა) დამგეგმავი ორგანოს მიერ სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის განცხადების წარდგენა; ბ) ამ კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა; გ) დამგეგმავი ორგანოს ან/და კონსულტანტის მიერ სგშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად; დ) დამგეგმავი ორგანოს მიერ სგშ-ის ანგარიშის, საზოგადოების მონაწილეობისა და კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეფასება; ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად; ვ) საზოგადოების მონაწილეობა; ზ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით ამ კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად რეკომენდაციების გაცემა. |