Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ამნისტიის შესახებ article 4 1. ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. 2. მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. |
ამნისტიის შესახებ article 4 3. იმ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართ გამოტანილი განაჩენი არ გასაჩივრებულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს ის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელმაც ამ მსჯავრდებულის საქმე განიხილა. აღნიშნული მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. 4. დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო სასამართლო), რომელსაც მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვა აქვს შეფარდებული – თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება. |
ამნისტიის შესახებ article 4 5. იმ მსჯავრდებულის მიმართ დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, რომელსაც გადავადებული აქვს განაჩენის აღსრულება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. ამნისტიის აღსასრულებლად შესაბამის სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უნდა მიმართოს თავად მსჯავრდებულმა ან მისმა ადვოკატმა ან ოჯახის წევრმა. 6. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. |