Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 78 არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის, დაკისრებული მოვალეობის შეცვლის გასაჩივრება. არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან ადვოკატს უფლება აქვს, სააპელაციო წესით გაასაჩივროს არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. აღნიშნულ შემთხვევებში გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXV თავის შესაბამისი დებულებები, არასრულწლოვნის საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი სპეციალური ვადების გათვალისწინებით. |