Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 51 გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციები. 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, განურჩევლად მისი განცალკევების მოდელისა, უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გადამცემი სისტემის მშენებლობას, ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას ეკონომიკური პირობების შესაბამისად, რათა დაცულ იქნეს როგორც ღია ბაზარი, ისე უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი სისტემის გრძელვადიანი უნარი − დააკმაყოფილოს განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემაზე გონივრული მოთხოვნები და მის მიერ გასაწევი მომსახურების ვალდებულებების შესრულებისთვის შესატყვისი საშუალებები. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია თავისი საქმიანობის განხორციელებისას გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი საკითხები. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი გადაცემასთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებს ამ კანონის, გადამცემი ქსელის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 51 3. გადამცემი სისტემით მოსარგებლეებს გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურება გაეწევათ გადამცემი სისტემის ოპერატორთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს მომსახურების გაწევის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მათ შორის, გადამცემ ქსელთან მიერთებისა და გადაცემის მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, და კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო შესაბამის შემთხვევებში – გადამცემი სისტემის მესაკუთრე, სიმძლავრეებზე არსებული ყველა ეკონომიკურად გონივრული და ტექნიკურად განხორციელებადი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით უზრუნველყოფს საკმარისი ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების (ურთიერთდამაკავშირებლები) მშენებლობას ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების გადამცემ სისტემებთან, ხოლო სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით განსაზღვრულ შემთხვევებში – აგრეთვე სხვა მეზობელი ქვეყნების გადამცემ სისტემებთან საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემების ინტეგრირების მიზნით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 51 5. დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მეზობელი სისტემის ყველა შესატყვის ოპერატორს, მათ შორის, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორებს, უნდა მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემა ან სათანადო შემთხვევებში ბუნებრივი გაზის შენახვა ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს უზრუნველყოფს დეტალური ინფორმაციით შეთავაზებული მომსახურებისა და პირობების შესახებ, რომელიც უნდა იყოს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და ადვილად ხელმისაწვდომი, აგრეთვე სისტემით მოსარგებლეების მიერ სისტემაზე ეფექტიანი წვდომისათვის აუცილებელი ტექნიკური ინფორმაციით, კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის წესით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 51 8. გადამცემი სისტემის ოპერატორმა საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ენერგია უნდა შეისყიდოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად. 9. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს, რომ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია, აგრეთვე სისტემით მოსარგებლეების ქსელთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაცია და გამჭვირვალობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაცია არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. |